დღეს საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ელოდებიან. ილჰამ ალიევის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაახლოებით 2 საათში უნდა დაჯდეს.
სამუშაო ვიზიტის დროს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს. დაგეგმილია ერთობლივი განცხადების გაკეთებაც.