15 ნოემბერი 2024,   06:22
ვრცლად
საქართველოს პრემიერსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ექნებათ შესაძლებლობა განიხილონ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გვაქვს ორმხრივ ურთიერთობებში - ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს ეხმაურება.

მისი თქმით, ილჰამ ალიევის ვიზიტისას განიხილება თუ როგორ უნდა უზრუნველყოს ორმა სახელმწიფომ რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა.

"დღეს საქართველოში ველოდებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის სამუშაო ვიზიტს. როგორც ცნობილია, საქართველოს და აზერბაიჯანს აქვს მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობა, კეთილმეზობლური ურთიერთობები. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ექნებათ შესაძლებლობა, ერთი მხრივ, განიხილონ ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გვაქვს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში. ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში არის ძალიან ფართო სპექტრი საკითხების და სწორედ დღევანდელი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იქნება შესაძლებლობა ამ საკითხების განხილვის. მეორე მხრივ, რეგიონული გამოწვევების ფონზე მეორე მნიშვნელოვანი თემა, რომელიც განიხილება, არის ის, თუ როგორ უნდა უზრუნველყოს ორმა სახელმწიფომ ჩვენს რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა და ყველა ის საკითხები, რომელიც მრავალმხრივ ფორმატებში და რეგიონული გამოწვევების ფონზე არსებობს," - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

სამუშაო ვიზიტის დროს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს. დაგეგმილია ერთობლივი განცხადების გაკეთებაც.

დღის ამბები