27 აგვისტო 2026,   01:44
ვრცლად
პროკურატურამ კახეთში სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე 13 პირს ბრალდება წარუდგინა

13 ბრალდებული მიწების მითვისების საქმეზე - პროკურატურამ, კახეთში სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების, თაღლითობაში დახმარების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე 13 პირს, მათ შორის საგარეჯოს მერის ყოფილ წარმომადგენელს ბრალდება წარუდგინა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა მიმართეს საჯარო რეესტრის სააგენტოს და უძრავი ქონების დარეგისტრირება მოითხოვეს. მერის წარმომადგენელმა, თანასოფლელების სასარგებლოდ, რეესტრს ყალბი ინფორმაცია მიაწოდა.

ბრალდებულები მოტყუებით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ 79 232 კვ.მ. უძრავ ქონებას.

 

დღის ამბები