15 ნოემბერი 2024,   06:14
ვრცლად
"ხალხის ძალა" უკვე მესამედ, ამჯერად ყველაზე დიდი წარმომადგენლობით გაფართოვდა

"ხალხის ძალა" უკვე მესამედ, ამჯერად ყველაზე დიდი წარმომადგენლობით გაფართოვდა. რეგიონებიდან 200-ზე მეტი წევრი აპირებს გუნდს საზოგადოების მეტად ინფორმირებაში დაეხმაროს. მოძრაობის დამფუძნებლები ამბობენ, რომ პირველ ეტაპზე სწორედ ამ გზით მათ ქვეყნის ომში ჩართვის რისკები შეამცირეს, თუმცა მიაჩნიათ რომ საფრთხე განეიტრალებული არ არის.

მოძრაობას ახალი წევრები ყველა მუნიციპალიტეტიდან შეუერთდნენ, არიან უპარტიოებიც და არასაჯარო მოხელეებიც. ადგილობრივი თანამდებობის პირების უმრავლესობა კი ქართული ოცნების ყოფილი წევრები არიან, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები.

"ხალხის ძალის" მიზნები და ამოცანები ხელისუფლების ოპონენტებისთვის გაურკვეველია. ოპოზიციისთვის საზოგადოებრივი მოძრაობა გაფართოების მიუხედავად, მაინც "ქართულ ოცნებასთან" ასოცირდება.

ვერ შეთანხმდნენ, თუმცა "ხალხის ძალას" საპარლამენტო უმრავლესობა არ დაუტოვებია. მმართველ პარტიაში არ გამორიცხავენ, საზოგადოებრივი მოძრაობის გაფართოება მომავალში პოლიტიკური პარტიის შექმნის წინაპირობა იყოს და საბოლოოდ მათი გზები ერთ კოალიციაში ისევ გაერთიანდეს. ოპონენტებს დღეს ქართული ოცნებიდან ისევ განუმარტეს, რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან უმრავლესობის წევრები.

როდის გარდაიქმნება "ხალხის ძალა" პოლიტიკურ პარტიად - მოძრაობის დამფუძნებლები ჯერჯერობით არაფერს აკონკრეტებენ, თუმცა არც გამორიცხავენ. ამბობენ მხოლოდ იმას, რომ საზოგადოება მოვლენების განვითარებას უნდა დაელოდოს.

დღის ამბები