15 ნოემბერი 2024,   06:17
ვრცლად
უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებები და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი - ქართული დელეგაცია ხორვატიაში მიმდინარე პლატფორმაზე შეხვედრებს მართავს

ორმხრივი შეხვედრები დღეს დასრულებულია. შალვა პაპუაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად შეხვდა მეგობარი ქვეყნების პარლამენტის თამვმჯდომარეებს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ისინი საუბრობდნენ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ასევე საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, თუ როგორ უნდა გახდეს ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე. 

შეხვედრების დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარები გააკეთეს ქართული დელეგაციის წევრებმა.

არჩილ თალაკვაძე და ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებენ, რომ მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლებთან მათ ისაუბრეს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ ქართველი ხალხი დგას უკრაინელი ხალხის გვერდით. 

ყირიმის პლატფორმის მთავარი სესია გაიმართება ხვალ, მასპინძელი ქვეყანა ხორვატიასთან ერთად ბუნებრივია არის უკრაინაც. ხორვატიაში უკვე იმყოფება რადას თავმჯდომარე, რომელიც ხვალ დელეგატებს მიმართავს სიტყვით. ასევე დაგეგმილია შალვა პაპუაშვილის სიტყვით გამოსვლაც. 

დღის ამბები