15 ნოემბერი 2024,   06:32
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს უმასპინძლა- ილჰამ ალიევის სამუშაო ვიზიტის არაფორმალური ნაწილი მცხეთაში, "შატო მუხრანში" გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, დელეგაციასთან ერთად, მცხეთაში უმასპინძლა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის სამუშაო ვიზიტის არაფორმალური ნაწილი მცხეთაში, "შატო მუხრანში" გაიმართა.

სტუმრებმა ტრადიციული ქართული კერძების მომზადების პროცესში მიიღეს მონაწილეობა. დელეგაციის პატივსაცემად შესრულდა ქართული ტრადიციული ცეკვები. ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციაში დაცული აზერბაიჯანული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების ფოტოასლები დაათვალიერეს, რომლებშიც ასახულია აზერბაიჯანელთა სხვადასხვა სოციალური ფენის ყოფა და ხელოსნობა.

აღნიშნული კოლექციის შეგროვება საქართველოში 1852 წელს თბილისში დაარსებულ კავკასიის მუზეუმს უკავშირდება. კოლექციის გამდიდრება და შესწავლა მრავალრიცხოვანი სამეცნიერო ექსპედიციებისა თუ შემოწირულობების გზით ხდებოდა.

აღნიშნული კოლექცია საქართველოს ეროვნული მუზეუმის გუნდმა, აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად, ბაქოში, ჰეიდარ ალიევის ცენტრში წარადგინა.

დღის ამბები