15 ნოემბერი 2024,   06:30
ვრცლად
ოპოზიცია თბილისის მერს საკრებულოში იბარებს და ინტერესდება, რამდენად უსაფრთხოა ქალაქში გადაადგილება

ოპოზიცია თბილისის მერს საკრებულოში იბარებს. 5-მა პარტიამ და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ხელმოწერები უკვე შეაგროვეს.

ისინი რიგგარეშე სხდომის მოწვევას მოითხოვენ. მათი განცხადებით, კითხვებს, რომლებიც ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით არსებობს, პასუხები უნდა გაეცეს.

კონკრეტულად, რამდენად უსაფრთხოა დღეს ქალაქში გადაადგილება და მერიის მიერ განხორციელებული პროექტები. უმრავლესობა ამბობს, რომ სპექტაკლში მონაწილეობას არ მიიღებს. კახა კალაძეს კი მალე წლიური ანგარიში უწევს და ოპოზიციას შეუძლია ნებისმიერი კითხვას სწორედ ამ ანგარიშის მოსმენის დროს დასვას.

დღის ამბები