საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატები დაასახელა.
ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, ასოციაციის მიერ წარდგენილი კანდიდატები არიან: როინ მიგრიაული, სოფიო სოხაძე და გიორგი ტურაზაშვილი.
"საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ადვოკატთა ასოციაცია უფლებამოსილია პარლამენტს წარუდგინოს 3 კანდიდატი. შესაბამისად, ასოციაციამ წარსადგენ კანდიდატთა შერჩევის მიზნით ღია კონკურსი 7 ოქტომბერს გამოაცხადა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების კანდიდატურებს პარლამენტი უახლოეს მომავალში განიხილავს.