15 ნოემბერი 2024,   06:43
ვრცლად
აბსოლუტურად ნორმალურია, შეიძლება იყოს ვიზიტები, რომელშიც უშუალოდ არ მონაწილეობდეს პრეზიდენტი - მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სრულიად ნორმალური ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ იყო ინფორმირებული. 

"ჩვენ უნდა მივეჩვიოთ კანონის პატივისცემას. კანონით ასეთი მოვალეობა არ არის გათვალისწინებული და არ მგონია, რომ რამე არანორმალური იყოს იმაში, თუ მთავრობა დაგეგმავს საგარეო ურთიერთობის ფარგლებში ვიზიტებს, რომელშიც შეიძლება უშუალოდ მონაწილეობას არ ღებულობდეს პრეზიდენტის ინსტიტუტი. არ მგონია, რომ ეს იყოს უცნაური. მგონია, რომ ეს აბსოლუტურად ნორმალურია," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

ცნობისთვის: 7 წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოში ვიზიტად მყოფ ილჰამ ალიევს პრემიერ-მინისტრმა უმასპინძლა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში გვიან ღამით დასრულდა

ალიევის ვიზიტს მალევე მოჰყვა პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება იმის თაობაზე, რომ სალომე ზურაბიშვილი ილჰამ ალიევის ვიზიტის თაობაზე ინფორმირებულ არ ყოფილა. 

დღის ამბები