15 ნოემბერი 2024,   06:22
ვრცლად
"ლეგალურია თუ არა კანაფი ამ წამს? ან ხო ან არა" - რა პასუხს ითხოვდა ვახტანგ მეგრელიშვილი სახალხო დამცველობის კანდიდატისგან

სახალხო დამცველობის კანდიდატ ანა აბაშიძესთან "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის ვახტანგ მეგრელიშვილის შეკითხვა კანაფის ლეგალიზაციას შეეხებოდა.

"დღევანდელ საქართველოში კანაფი ლეგალურია თუ არა. თქვენ ხომ სახალხო დამცველი უნდა გახდეთ და ჩემი აზრით, ამ თვალსაზრისით უამრავი ადამიანის უფლებები იზღუდება და მაინტერესებს, თქვენ როგორ უყურებთ ამ პრობლემას," - მიმართა ვახტან მეგრელიშვილმა ანა აბაშიძეს.

რაზეც ანა აბაშიძის პასუხი იყო, რომ "ადამიანები, რომლებიც წამალს ან სხვა ნარკოტიკულ საშუალებას გამოიყენებენ და იზიანებენ საკუთარ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ხშირად, არ არიან ციხის კატეგორია და არ უნდა იყვნენ პენიტენციურ დაწესებულებაში".

თუმცა, ვახტანგ მეგრელიშვილი სახალხო დამცველობის კანდიდატისგან ითხოვდა კონკრეტულ პასუხს, ლეგალურია თუ არა ამ ეტაპზე კანაფი.

- "ლეგალურია თუ არა ამ წამს? ან ხო ან არა"

- "ეს თქვენ ხომ იცით, თქვენ რას ფიქრობთ, მე კანონმდებელი არ ვარ,"- უპასუხა ანა აბაშიძემ.

- "ჩემთვის ლეგალურიამ თქვენგან მაინტერესებს," - აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

დღის ამბები