15 ნოემბერი 2024,   06:24
ვრცლად
"საპარლამენტო დელეგაციებს კიდევ ერთხელ ექნებათ საშუალება გამოხატონ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ" - უკრაინის რადა ზაგრებში, ყირიმის პლატფორმაში შალვა პაპუაშვილის მონაწილეობაზე წერს

ზაგრებში ყირიმის პლატფორმის მიმდინარეობისა და უკრაინის მხარდამჭერი განცხადებების შესახებ ომში მყოფი ქვეყნის უმაღლესი რადა "ტვიტერზე" წერს და ღონისძიების ფარგლებში საქართველოსა და უკრაინის პარლამენტების თავმჯდომარეების, შალვა პაპუაშვილისა და რუსლან სტეპანჩუკის ფოტოებს აქვეყნებს.

"სხვადასხვა ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციებს კიდევ ერთხელ ექნებათ საშუალება გამოხატონ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ" - აღნიშნულია რადას "ტვიტერზე".

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინის მხარდამჭერი განცხადებით, ყირიმის პლატფორმის სესიაზე სიტყვით უკვე გამოვიდა. შალვა პაპუაშვილმა უკრაინის მიმართ მკაფიო მხარდაჭერა და თანადგომა საქართველოსა და ქართველი ხალხის სახელით კიდევ ერთხელ გამოხატა.

 

დღის ამბები