15 ნოემბერი 2024,   06:12
ვრცლად
იყო თუ არა მიკერძოებული ანა აბაშიძე მაშინ, როცა ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა - რა პასუხი აქვს სახალხო დამცველობის კანდიდატს

მწვავე კითხვების ფონზე მიმდინარეობდა სახალხო დამცველის პოსტზე წარდგენილი კანდიდატის, ანა აბაშიძის მოსმენა პარლამენტში.

იყო თუ არა მიკერძოებული ანა აბაშიძე მაშინ, როცა ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, ასევე იყო თუ არა სიძულვილის ენის შემცველი აბაშიძის განცხადება, რომელიც მან "ქართული ოცნების" ამომრჩევლებს მიუძღვნა, ეს იყო კითხვები, რომლებიც მას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომაზე დაუსვა.

ანა აბაშიძის თქმით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა პოზიციიდან აკეთებდა განცხადებას ის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით.

"მე ვადასტურებ, ეს ვთქვი, უფრო მკვახე რაღაცებიც მაქვს ნათქვამი. ეს იყო მოქალაქის პოზიცია, რომელმაც ნახა არაერთი სისტემური ადამიანის უფლებათა დარღვევა, რომელმაც მოისმინა მკვახე უარყოფა კონკრეტული პრობლემების აღიარების. ახლა ეს შეკითხვა არარელევანტურია, ახლა მე არ ვარ ჩვეულებრივი მოქალაქე, ახლა ვარ სახალხო დამცველის კანდიდატი,"- განაცხადა ანა აბაშიძემ. 

რაც შეეხება "ქართული ოცნების" ამომრჩევლის ბიოდეგრადირებად ნაგვად მოხსენიებას, ანა აბაშიძის თქმით, ის ამგვარ განცხადებას ვერ იხსენებს.

მისი თქმით, პრობლემაა არა მისი მხრიდან ვინმეს კრიტიკა, არამედ ის, რომ მის გამოხატვის თავისუფლებას პრობლემად მიიჩნევენ.

დღის ამბები