პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ვაშაძისა და ზურაბ ჯაფარიძის ბრიუსელში ვიზიტს ეხმაურება. რატი იონათამიშვილის შეფასებით, მათ კიდევ ერთხელ დაანახეს ადამიანებს, რამდენად არაკომპეტენტური არიან.
"გიორგი ვაშაძისა და ზურაბ ჯაფარიძის ბრიუსელში ვიზიტით დადასტურდა, საქართველოს როგორი არაკომპეტენტური რადიკალური ოპოზიცია ჰყავს, რომელსაც ვერ გაურჩევია იტალიის ყოფილი პრემიერი ნიდერლანდების მოქმედი პრემიერისგან, ამით საკუთარი თავი ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩაიყენეს," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.
მისი თქმით, უკეთესია, რაც უფრო იაქტიურებენ ეს ადამიანები, რადგან ამ შემთხვევაში დასავლელი პარტნიორებისთვის დადასტურდება, რომ მათი გზავნილები უშინაარსოა.
"მეორე მხრივ, კომიკურია, როცა ეს ადამიანები ბრიუსელში იყვნენ არა საქმეზე სასაუბროდ, არამედ დერეფანში სელფების გადასაღებად. კიდევ ერთხელ დაანახეს ადამიანებს, რამდენად არაკომპეტენტური არიან. საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის ახალ ეტაპზეა გადასული, რაც არის პერსპექტივაზე მუშაობა. სხვათა შორის, თავის დროზე ეს სტატუსი რადიკალურმა ოპოზიციამ უარყოფითად შეაფასა, მაგრამ ჩვენ დასავლელი პარტნიორებისა და ევროპელი ლიდერების მხარდამჭერი პოზიციები ვნახეთ პერსპექტივის შეფასების ჭრილში," – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ამასთან, იონათამიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო პროგრესირებს 12 პუნქტის შესრულების მიმართულებით, რაც ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის დამსახურებულ სტატუსამდე მიიყვანს.