19 მაისი 2024,   17:08
ვრცლად
ლაღიძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ლაღიძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. 35 წლის ლევან მარტიაშვილს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

მოსამართლემ არ გაითვალისწინა ადვოკატის შუამდგომლობა გირაოს შეფარდების თაობაზე. დაკავებული განზრახ მკვლელობის ნაწილში ბრალს უარყოფს და ირწმუნება, რომ თავს იცავდა.

შემთხვევა 3 დღის წინ თბილისის ცენტრში მოხდა. ხელყუმბარის აფეთქების შედეგად მძიმედ დაშავდა 3 მამაკაცი.

დღის ამბები