15 ნოემბერი 2024,   06:31
ვრცლად
მთავრობის სხდომაზე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 2 წლის სტრატეგია განიხილეს - რა გეგმით განხორციელდება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები

მთავრობის წევრებმა დღესვე განიხილეს საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტები - "ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე", ასევე "ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა დასაცავად 2022 -2024 წლებში გასატარებელ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე".

აღნიშნული სამოქმედო გეგმების საფუძველზე, საქართველოს მთავრობა, პარტნიორ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, უზრუნველყოფს ყველა საჭირო ღონისძიებების განხორციელებას, იმისთვის, რომ მოხდეს გენდერული თანასწორობის განმტკიცება ურთიერთობის ყველა სფეროში, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია, ეფექტიანი რეაგირება და მსხვერპლის ინტერესებზე მორგებული სერვისების მიწოდება.
 
აღნიშნული გეგმები გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით და მათი ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა და პროცესში ყველა შესაბამისი საჯარო უწყება, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები მონაწილეობდნენ.

დღის ამბები