15 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
ჩვენ ვრჩებით მოწოდებულნი, ვიმუშაოთ საქართველოსთან რეფორმების შესასრულებლად, რომლებიც საჭიროა ევროატლანტიკური მიზნების მისაღწევად - ნედ პრაისი

ჩვენ ვრჩებით მოწოდებულნი, ვიმუშაოთ საქართველოსთან რეფორმების შესასრულებლად, რომლებიც საჭიროა ევროატლანტიკური მიზნების მისაღწევად, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა.

ნედ პრაისს კითხვა დაუსვეს კელი დეგნანის მიმართ გაკეთებული განცხადებების შესახებ, რომლის თანახმადაც, შტატები საქართველოს ომში ჩართვას ცდილობს. პრაისის თქმით, გამოითქვა შეშფოთება მთავრობის ზოგიერთი ქმედების გამო.

ჟურნალისტის კითხვაზე ინფორმირებულია თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებისთვის უკრაინის მიერ დაწესებული სანქციების შესახებ და ჰქონდა თუ არა უკრაინულ მხარესთან კონსულტაციები სასანქციო სიასთან დაკავშირებით, ნედ პრაისი პასუხობს რომ სახელმწიფო დეპარტამენტი სანქციებზე საუბარს უკრაინელებს უთმობს.

"ჩვენ უკრაინელ პარტნიორებთან მჭიდრო სამუშაო ურთიერთობა გვაქვს. მე მათ დავუთმობდი საუბარს ნებისმიერ სანქციებზე, რომლებიც მათ შესაძლოა, დააწესეს. რაც შეეხება საქართველოს, თქვენ მოგისმენიათ, რომ ჩვენ არაერთხელ გვითქვამს; ვფიქრობ, მე ეს თქვენთვის აქამდეც მითქვამს – ჩვენ კვლავ მოწოდებულნი ვართ, ვიმუშაოთ საქართველოს მთავრობასთან მაშინ, როდესაც ის ახორციელებს რეფორმებს, რომლებისკენაც ევროკავშირმა, ამ შემთხვევაში ევროკომისიამ მოუწოდა. ჩვენ გვსურს, ვიმუშაოთ საქართველოსთან ამ გზაზე და მის უფრო ფართო ევროპულ მისწრაფებებზე. ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება მთავრობის ზოგიერთი ქმედების გამო, მოვუწოდებთ საქართველოს, აჩვენოს ერთგულება ევროკავშირში ინტეგრაციისადმი იმ რეფორმების გატარებით, რომლებიც აუცილებელია წინსვლისთვის. ჩვენ გვსურს, ვიხილოთ საქართველოს წინსვლა ამ გზაზე. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ, ვიყოთ ქართველის ხალხის, ქართველი საზოგადოებისა და საქართველოს მთავრობის პარტნიორი მაშინ, როდესაც ისინი ამას ცდილობენ," - განაცხადა ნედ პრაისმა.

დღის ამბები