15 ნოემბერი 2024,   06:33
ვრცლად
წარვადგენთ საკანონდებლო ცვლილებებს, რომელიც უკაშირდება ანტიკორუფციული ღონისძიებების გაძლიერებას - ანრი ოხანაშვილი 

როგორ სრულდება 12-პუნქტიანი რეკომენდაციები - ანტიკორუფციულ მიმართულებაზე, დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელებენ. ახალი დოკუმენტი პრაქტიკულად მზად არის. სამუშაო ჯგუფი დღეს ბოლო შეხვედრას მართავს, რის მერეც პროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დაინიცირდება.

თემაზე მმართველი გუნდი, ოპოზიციის ნაწილი, მესამე სექტორი და ძალოვანი უწყების წარმომადგენლები თითქმის სამი თვის განმავლობაში მუშაობდნენ.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ცვლილებამ მისი მიღების შემდეგ ქვეყანაში ანტიკორუფციული მიმართულებით ინსტიტუციური გაძლიერება უნდა უზრუნველყოს.

"დღეს ჩვენ წარვადგენთ კონკრეტულ საკანონდებლო ცვლილებებს, რომელიც უკაშირდება ანტიკორუფციული ღონისძიებების გაძლიერების საკითხს. დღესვე, სამუშაო ჯგუფის დასრულებისთანავე ეს ცვლილებები წარედგინება იურიდიულ საკითხთან კომიტეტს, რათა კომიტეტმა მოგვცეს თანხმობა რომ დაინიცირდეს აღნიშნული ცვლილებები. პირველ დეკემბერს აღნიშნული ცვლილებები განხორციელდება საქართველოს პარლამენტის მიერ," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. 

სიახლისგან დიდი მოლოდინი არ აქვს ოპოზიციას. გიორგი გახარიას გუნდის წევრები აცხადებენ, რომ მათი წინადადებაა შეიქმნას ანტიკორუფციული სააგენტო, რომელის ხელმძღვანელსაც პარლამენტი აირჩევდა. თუმცა, მათი თქმით, მმართველი გუნდი მათ წინადადებას არ იზიარებს.

"ჩვენ წარვადგინეთ ჩვენი ხედვა, ჩვენი წინადადებები, რომელიც გულისხმობს დამოუკიდებელი, ანტიკორუფციული სამსახურის შექმნას. მმართველი პარტია ამ მიმართულებას მხარს არ უჭერს. ყოველ შემთხვევაში აქამდე ასე იყო. მათი პოზიცია გახლდათ, რომ ამ პუნქტის შესრულებისთვის გადაიდგას ისეთი ნაბიჯები, რასაც ჰქვია პრევენცია და კანონის გამკაცრება," - განაცხადა პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, შალვა კერესელიძემ.

დღის ამბები