15 ნოემბერი 2024,   06:21
ვრცლად
პარლამენტი ომბუდსმენობის კანდიდატებს უსმენს - პირველი კანონმდებლების წინაშე ლელა გაფრინდაშვილი წარსდგა​

პარლამენტი ომბუდსმენობის კანდიდატებს უსმენს - ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე დღეს ოთხი მათგანი - ლელა გაფრინდაშვილი, სოფიო დემეტრაშვილი, თინათინ ერქვანია და ევგენია თავაძე წარდგებიან.

პირველი კანონმდებლების წინაშე "კავშირი ქალების ინიციატივა თანასწორობისთვის" თავმჯდომარე ლელა გაფრინდაშვილი წარდგა, რომელმაც დეპუტატებს საკუთარი ხედვა და პრიორიტეტები უკვე გააცნო, ამის შემდეგ დარბაზში გაჟღერდა შეკითხვები.

ომბუდსმენობის კანდიდატს კითხვით მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ. დავით მათიკაშვილის კითხვა ომბუდსმენის ინსტიტუტის არსებობის საჭიროებას შეეხებოდა. 

"იმ საზოგადოებაში, სადაც არის დემოკრატია, დემოკრატიული წესრიგი, რამდენად საჭიროა სახალხო დამცველის ინსტიტუტი,"- მიმართა დავით მათიკაშვილმა ომბუდსმენობის კანდიდატს, რაზეც სახალხო დამცველის კანდიდატმა ლელა გაფრინდაშვილი უპასუხა, რომ "პოსტსაბჭოთა სივრცეში, ჯერჯერობით, ყველა ქვეყანაში აუცილებელია სახალხო დამცველის ინსტიტუტის არსებობა".

ამასთან, ლელა გაფრინდაშვილს კითხვის ისევ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მიმართა. კითხვა კი სოციალურ სივრცეში გავრცელებულ მის განცხადებას ეხებოდა. 

"სოციალურ სივრცეში, თქვენ განაცხადეთ, "ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ ჩვენ ვერ მოვიშორეთ პოსტსაბჭოთა ხელისუფლებები და ვერ მოვიყვანეთ ხელისუფლებაში პატრიოტი, უკომპრომისო და პოსტსაბჭოთა სისტემისგან შეურყვნელი ადამიანები". დღევანდელი ხელისუფლება, თქვენი აზრით საბჭოთა ხელისუფლებაა?!" - მიმართა მათიკაშვილმა კანდიდატს. 

"პოსტსაბჭოთა ხელისუფლება- ეს პოლიტიკური ტერმინია და დიახ, უმრავლესობით ვერ მოვიყვანეთ," - ამბობს ლელა გაფრინდაშვილი.

ამასთან, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ოლიგარქიის საკითხსაც შეეხო და სახალხო დამცველის კანდიდატს შემდეგი კითხვით მიმართა: 

"არსებობენ საქართველოში თუ არა ოლიგარქები და ვინ არიან ისინი," - ჰკითხა მას დავით მათიკაშვილმა. 

ომბუდსმენობის კანდიდატ ლელა გაფრინდაშვილის განცხადებით კი, საქართველოს უნდა ჰქონდეს ოლიგარქების სია.

"არ ვიცნობ ამ საკითხს ისე კარგად, რომ გიპასუხოთ თუ ვინ არიან ოლიგარქები. ოლიგარქების სია მე არ მგონია არ არსებობდეს და პოლიტიკური ძალები,მით უმეტეს მმართველი პარტია დაინტერესებული უნდა იყოს, რომ ასეთი სიები არსებობდეს," - აცხადებს ლელა გაფრინდაშვილი.

დღის ამბები