15 ნოემბერი 2024,   06:48
ვრცლად
პარლამენტში ლელა გაფრინდაშვილის მოსმენა კამათის ფონზე მიმდინარეობდა - რა განცხადებები გაკეთდა სხდომაზე

პარლამენტი ომბუდსმენობის კიდევ ერთ კანდიდატს, სოფიო დემეტრაშვილს უსმენს, მანამდე ლელა გაფრინდაშვილის მოსმენა კამათის ფონზე მიმდინარეობდა. დეპუტატების კითხვები ეხებოდა არჩევნების ჩატარებას, კოვიდშეზღუდვებს, 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას, სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებს, საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის კომუნიკაციას და გამოხატვის თავისუფლებას.

ლელა გაფრინდაშვილმა კითხვებს უპასუხა, მანამდე კი მან კანონმდებლებს საკუთარი ხედვა და პრიორიტეტები გააცნო. მისი განცხადებით, ეს თანამდებობა უნდა იყოს აბსოლუტურად დაცლილი პოლიტიკისგან. დღესვე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე კიდევ ორ კანდიდატს, თინათინ ერქვანიას და ევგენია თავაძეს მოუსმენენ.

ომბუდსმენის კანდიდატის კითხვით ასევე მიმართა, პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" წევრმა ეკა სეფაშვილმა.

"ხალხის ძალის" განცხადებები და კითხვების არის თუ არ ეს გამოხატვის თავისუფლება და არისტოვიჩის განცხადება მუქარა," - ამბობს ეკა სეფაშვილი, რაზეც სახალხო დამცველის კანდიდატმა უპასუხა, რომ "ხალხის ძალის" მიერ გაკეთებულ განცხადებებს მეტ-ნაკლებად რადიკალურად აღიქვამს, ხოლო არისტოვიჩის განცხადებას კი მუქარად. 

"ხალხის ძალის მიერი გაკეთებულ განცხადებებს ვისმენ  მე და ისეთი რადიკალური დამოკიდებულება არ მაქვს, როგორიც ზოგადად არსებობს. რაც შეეხება არისტოვიჩს, მის განცხადებებს მე რადიკალურად უარყოფითად ვუყურებ," - აცხადებს ლელა გაფრინდაშვილი.

დღის ამბები