15 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
"ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" - ანგარიში დეპუტატებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გააცნო

"ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” - რა პერსპექტივა და შედეგი აქვს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას? ანგარიში დეპუტატებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გააცნო.

სხდომა დახურული იყო, თუმცა მედიასთან ითქვა რომ ყურადღება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ვაჭრობის წახალისებაზე გამახვილდა. იყო კითხვა-პასუხის რეჟიმი. შეხვედრას ესწრებოდა ოპოზიციაც.

"განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, ის ურთულესი გამოწვევები, რომლეიც ადგილზეა. ასევე ვიმსჯელეთ სამომავლო ხედვებზე. ბუნებრივია იყო დაინტერესება იმ კონკრეტული მიღწევების შესახებ, რომელიც ამ კუთხით გვაქვს. სამწუხაროდ პოლიტიკის სპეციფიკიდან გამომდინარე არ შეგვიძლია ფართო საზოგადოებასთან ამ თემებზე საჯარო კომუნიკაცია,"- აცხადებს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი.

დღის ამბები