15 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
საქართველოს პრემიერ - მინისტრის ვიზიტი უნგრეთის დედაქალაქში - რა სახის პოლიტიკურ მხარდაჭერას ელოდება ორბანის ხელისუფლებისგან საქართველო

რა სახის პოლიტიკურ მხარდაჭერას ელოდება ორბანის ხელისუფლებისგან საქართველო - ამ წუთებში ბუდაპეშტში ირაკლი ღარიბაშვილი ვიქტორ ორბანს ხვდება, თუმცა შეხვედრა ჯერ არაოფიციალურია.

პირველი კონტაქტი ვახშამზე შედგა, მათი საუბრის ოფიციალური ნაწილი კი ხვალ დაიწყება. ეკონომიკური საკითხების განხილვის გარდა, საქართველო უნგრეთისგან პოლიტიკურ მხარდაჭერასაც ელის.

უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უნგრეთში ზაალ გოგსაძე საუბრობს. 

ევროკავშირის შიგნით პრიორიტეტებზე ვიქტორ ორბანის განსხვავებული პოზიციის მიუხედავად, უნგრეთი ის სახელმწიფოა, რომელიც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას მუდმივად უჭერს მხარს.

ორბანთან ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრის გარდა, დაგეგმილია შეხვედრები გაფართოებული ფორმატითაც. საქართველოს პრემიერი უნგრეთის დედაქალაქში სამთავრობოთაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაშიც მიიღებს მონაწილეობას. ის ბუდაპეშტში დღის პირველ ნახევარში ჩაფრინდა და უკვე შეხვდა პარლამენტის სპიკერს.

ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავება, საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი და რუსეთის აგრესია უკრაინაში - ამ ყველაფერზე ბუდაპეშტი და თბილისი ორი დღის განმავლობაში ისაუბრებენ.

დღის ამბები