26 აგვისტო 2026,   11:26
ვრცლად
მეუღლეზე სისტემატური ძალადობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცის აღმკვეთის ღონისძიება დღეს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს

მეუღლეზე სისტემატური ძალადობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცის აღმკვეთის ღონისძიება დღეს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. პროკურატურა პატიმრობას ითხოვს.

ბრალდების მხარის ინფორმაციით, დაკავებული მეუღლეზე არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ძალადობდა, რის გამოც ქალმა თვითმკვლელობა სცადა.

ამჟამად დაზარალებული და ბავშვები თავშესაფარში იმყოფებიან. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

"გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით არასრულწლოვნის თანდასწრებით სისტემატური ძალადობის ფაქტზე, ასევე მუქარის ფაქტზე და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა მამაკაცს, რომელიც მეუღლეზე სისტემატურად ძალადობდა. ბრალდების მხარემ პატიმრობის შუამდგომლობით მიმართა სასამართლო. დღეის მდგომარეობით სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებულია მტკიცებულებები, დაზარალებულების ჩვენებები როგორც მსხვერპლის ასევე ძალადობის შემსწრე არასრულწლოვნების ჩვენებები," - განაცხადა პროკურორმა ანა მეტრეველმა.

დღის ამბები