26 აგვისტო 2026,   10:06
ვრცლად
წყნეთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს გაგრძელდება - ბრალდებული პოლიციელი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს

წყნეთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. სავარაუდოდ, გამოიკითხება დარაჯი, რომელიც მომხდარის მთავარი მოწმეა.

ბრალდებული პოლიციელია და ის ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. შემთხვევა 18 აპრილს, წყნეთში მოხდა. გუდიაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელის იარაღიდან გასროლილ ტყვიას 30 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გამოძიება დაკავებულ პოლიციელს უფლებამოსილების გადამეტებასა და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას ედავება.

დღის ამბები