15 ნოემბერი 2024,   06:13
ვრცლად
კანონის უზენაესობის 2022 წლის ინდექსით საქართველო ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას უსწრებს

"კანონის უზენაესობის ინდექსით", საქართველო აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტალურ აზიაში ლიდერობს. 

"მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის" მიერ წარმოებული კანონის უზენაესობის 2022 წლის ინდექსში საქართველოს კვლავ საუკეთესო 50 ქვეყანას შორის დასახელდა, მსოფლიოში კვლავ 49-ე პოზიციაზე გავიდა და აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში I ადგილი დაიკავა.

კანონის უზენაესობით საქართველო საუკეთესო შვიდეულში მოხვდა საშუალოშემოსავლიანი კატეგორიის ქვეყნებს შორის.

"მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის" კანონის უზენაესობის ინდექსი ასახავს კანონის უზენაესობის მდგომარეობას მსოფლიოს 140 ქვეყანაში. კანონის უზენაესობის თვალსაზრისით არსებული ვითარების შესაფასებლად "მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტი" იყენებს 44 ინდიკატორს, რომლებიც 8 ფაქტორის გარშემო ჯგუფდება: კორუფციის არარსებობა, ღია მმართველობა, მმართველობის ზომიერება, ფუნდამენტური უფლებები, წესრიგი და უსაფრთხოება, ნორმატიული უზრუნველყოფა, სისხლისსამართლებრივი და სამოქალაქო მართლმსაჯულება.

8 ფაქტორიდან 5 ფაქტორში საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტალური აზიაში პირველ ადგილზე გავიდა  (კორუფციის არარსებობა, ღია მმართველობა, ფუნდამენტური უფლებები, ნორმატიული უზრუნველყოფა, სისხლისსამართლებრივი  მართლმსაჯულება).

ინდექსის ისეთ წამყვან ფაქტორში, როგორიცაა კორუფციისგან თავისუფლება საქართველო მსოფლიოში 31-ე, ევროპის საუკეთესო ოცეულში კი 19-ე ადგილზეა. 

44 ინდიკატორიდან განსაკუთრებით გამოსარჩევია კრიმინალური დანაშაულის კონტროლის ეფექტიანობის ინდიკატორი, რომლის მიხედვითაც საქართველო აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში პირველია; ევროპის საუკეთესო ათეულში 8-ე ადგილზეა, მსოფლიოში კი 13-ე პოზიციაზეა.

ინდექსის კვლევის მეთოდოლოგია კვალიფიციურ რესპონდენტთა (ექსპერტთა) და მოსახლეობის გამოკითხვას ეფუძნება. ინდექსის კვლევისთვის მსოფლიოში ასეულობით ათასი რესპონდენტი და ექსპერტი გამოიკითხა. კვლევის მონაცემები სტანდარტიზდება 0-1 ქულათა გრადაციაზე: რაც უფრო მაღალია ქულა, მით უფრო მაღალია კანონის უზენაესობა ქვეყანაში.

ცნობისთვის, მთლიანობაში საქართველოს ქულა ძალიან მცირედით 0.01 პუნქტით შემცირდა და საშუალო შემოსავლიანი ქვეყნებს შორის 2022 წელს 7-ე ადგილზე გავიდა, ნაცვლად მეხუთე ადგილისა - (2021წ).

დღის ამბები