ორგანიზაცია "აი იას" თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, იან კელის "ტვიტერზე" დაწერილ სტატუსს ეხმიანება.
მისი თქმით, ადვილი წარმოსადგენია ელჩობის პერიოდში რა დამოკიდებულება ჰქონდა საქართველოსთან, ხელისუფლებასთან და ხალხთან მიმართებაში.
"ბუმბულიანი ჩიტები თავს ერთად იყრიან?" - წერს საქართველოში აშშ-ის ყოფილი (2015-2018) ელჩი იან კელი და ასე ეხმაურება ჩვენი ქვეყნის პრემიერის შეხვედრას ვიქტორ ორბანთან…
ადვილი წარმოსადგენია ელჩობის პერიოდში რა დამოკიდებულება ჰქონდა საქართველოსთან, ჩვენს ხელისუფლებასთან და ხალხთან მიმართებაში…
მერე ჩვენ დაგვაბრალებენ, ანტი-ამერიკულ განწყობებს აღვივებთო…
საინტერესოა მოქმედი ელჩი რას იტყვის მისი წინამორბედის ამ შეურაცხმყოფელ განცხადებაზე! თუმც, არც მისგან გვაკლია უპატივცემულობა…
იმედია, 8 ნოემბერს ამერიკაში გასამართი არჩევნები ბევრ რამეს შეცვლის…" - წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.