საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბუდაპეშტში უნგრელ კოლეგას ვიქტორ ორბანს ხვდება. კარმელიტას მონასტერში, რომელიც პრემიერის სამუშაო სივრცეა, გაიმართა დახვედრის ოფიციალური ცერემონია, გაჟღერდა ორი ქვეყნის ჰიმნი.
ირაკლი ღარიბაშვილს ვიქტორ ორბანი პირადად დახვდა. იმართება შეხვედრა ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში. დღესვე ხელი უნდა მოეწეროს დეკლარაციას თანამშრომლობის შესახებ. პირისპირ საუბრის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი და ვიქტორ ორბანი მედიასთან ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.