15 ნოემბერი 2024,   06:11
ვრცლად
ოპოზიციურ ფლანგზე დიდი ერთობის გარეშე ძალიან რთული იქნება ამ მონსტრის დამარცხება, კონსულტაციები გვაქვს ყველასთან, მათ შორის "ლელოსთანაც" - ზურა ჯაფარიძე

პარტიის "გირჩი - მეტი თავისუფლება" თავმჯდომარის განცხადებით, მის პარტიას ჰქონდა კონსულტაციები გაერთიანების მიზნით სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან, მათ შორის "ლელოსთანაც".

ამასთან, ჯაფარიძე აცხადებს, რომ სწორედ ახლა არის მნიშვნელოვანი გართიანდნენ პარტიები, რათა მმართველ ძალას აიძულონ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება. 

"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა ისიც აღნიშნა, რომ ახლა თუ არა, 2024 წელს მაინც მოუწევს ოპოზიციას გაერთიანება, რაც უკვე მექანიკური იქნება და არა ბუნებრივი. 

"ჩვენ ვთლით, რომ ოპოზიციურ ფლანგზე დიდი ერთობის გარეშე ძალიან რთული იქნება ამ მონსტრის დამარცხება. კონსულტაციები გვაქვს ყველასთან, მათ შორის "ლელოსთანაც". თუ ასე გავაგრძელეთ, საბოლოოდ ეს პროცესი მივა 2024 წლამდე, იმიტომ, რომ თუ გაერთიანება არ მოხდა, ოპოზიციურ ფლანგზე რაღაც ძალა ვერ იარსებებს, რომელმაც შესაძლოა რიგგარეშე არჩევნები დაათმობინოს ამ ხელისუფლებას, მაშინ მივა 2024 წლამდე  და პარტიები დაიწყებენ გაერთიანებაზე საუბარს,"- აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

ცნობისთვის, ბადრი ჯაფარიძემ "ღამის კურიერში" სტუმრობისას დროს განაცხადა, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ან სხვა ოპოზიციურ პარტიებთან გაერთიანება ძალიან დიდი შეცდომა იქნება".  მისი თქმით, ერთადერთი, რაც "ლელოს" და "ნაციონალურ მოძრაობას" ერთმანეთთან აკავშირებს, არის ის, რომ ორივე ოპოზიციური პარტიაა. მისივე განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მათი გაერთიანება არ მომხდარა და ეს რეალურად კოალიციური მთავრობის მოდელი იყო.

დღის ამბები