"ღამის კურიერის" ეთერში გაკეთებულ ბადრი ჯაფარიძის განცხადებას, გამოხმაურება არა მხოლოდ ოპოზიციაში, არამედ მმართველ გუნდშიც მოჰყვა. ხელისუფლების ოპონენტებისაგან განსხვავებით, მმართველ ძალისთვის წარმოუდგენელია ხელისუფლების ნდობა ჰქონდეთ ისეთ ოპონენტებს, რომლებსაც თავიანთ ოპოზიციონერ კოლეგებთანაც არ აქვთ ნდობის ფაქტორი.
ამასთან, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი განმარტავს, რომ რადიკალური ოპოზიციის მთავარი მიზანი ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით შეცვლაა.
"ოპოზიციის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ნებისმიერ ფასად აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზებითაც შეცვლა. სანა ეს არის მთავარი გამაერთიანებელი მიზანი, რა თქმა უნდა, იქ ნდობა არ იარსებებს. ყველა ფიქრობს, რომ ამ პროცესში ერთმანეთის "გადაგდებაზე" იქნებიან ორიენტირებული. როდესაც შენ თვითონ ოპოზიციაში არ გაქვს ერთობა და არანაირი ურთიერთნდობა, ვერანაირი ნდობა ვერ გექნება ხელისუფლების მიმართაც და ვერც ხელისუფლებას, რაც არ უნდა გეპატიჟოს მოლაპარაკების მაგიდასთან თუ სამუშაო ფორმატში ვერ გექნება ამ ფორმატის ნდობა. იმიტომ, რომ მათ ეს გარემო დათესეს და შექმნეს," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.
ცნობისთვის, ბადრი ჯაფარიძემ "ღამის კურიერში" სტუმრობისას დროს განაცხადა, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ან სხვა ოპოზიციურ პარტიებთან გაერთიანება ძალიან დიდი შეცდომა იქნება". მისი თქმით, ერთადერთი რაც "ლელოს" და "ნაციონალურ მოძრაობას" ერთმანეთთან აკავშირებს, არის ის, რომ ორივე ოპოზიციური პარტიაა. მისივე განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მათი გაერთიანება არ მომხდარა და ეს რეალურად კოალიციური მთავრობის მოდელი იყო.