15 ნოემბერი 2024,   06:45
ვრცლად
ფრაქცია ენმ-ს კვლევა - ბიუროკრატიული ხარჯების დიდი წილი სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურებაზე მოდის

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" კვლევა - ბიუროკრატიული ხარჯების დიდი წილი სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურებაზე მოდის. კვლევაში წერია, რომ ვინაიდან ბიუროკრატიის შენახვაზე გაწეული ხარჯები ხდება ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი, საჭიროა ბიუროკრატიის იმ ზომით შენარჩუნება, რომელიც საკმარისია ეკონომიკური, სოციალური და სხვა სახელმწიფოებრივი მიზნების ეფექტიანი განხორციელებისთვის.

"კვლევა ჩაატარა ფრაქციამ. დაახლოებით 150 უწყების ანალიზი მოგვიწია, ვინაიდან არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია რამდენი არის საქართველოში შტატგარეშე, რომელ უწყებაში იხარჯება ფული მათზე და ვერაფრით ვერ მივაღწიეთ ფინანსთა სამინისტროსგან ამ ინფორმაციის მოწოდებას. შემოდის ბიუჯეტი და ბიუჯეტში მოცემული ინფორმაცია არის შტატგარეშეების გარეშე, ამიტომ დაგვჭირდა კვლევის ჩატარება," - განაცხადა პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრმა რომან გოცირიძემ.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ენმ-ს წარმომადგენლების ზოგადი განცხადებები არაფერს ნიშნავს. 

"ეს ზოგადი განცხადებები არაფერს ნიშნავს. კანონით არის დაშვებული შრომითი ურთიერთობის სხვადასხვა ფორმა. თუ ეს შრომითი ურთიერთობის ფორმა ჯდება კანონში და ამის ოფიციალური დასაბუთება არსებობს, მაშინ ეს არის ჩვეულებრივი საკითხი," - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი

 

დღის ამბები