15 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
"ძალიან მკვეთრად არის გამოხატული, რომ ჩვენი საზოგადოების უმრავლესობას არ სურს "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნება ხელისუფლებაში ერთპარტიულად" - სალომე სამადაშვილი

"ღამის კურიერში" ბადრი ჯაფარიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას და პოზიციას იზიარებს ოპოზიციის ნაწილი. მათი განცხადებით, ახლა, მთავარი, პარტიების გაძლიერებაა და ნებისმიერ ერთობაზე საუბარი ნაადრევია. ერთობას ემხრობა სამი პოლიტიკური სუბიექტი, ესენი არიან "სტრატეგია აღმაშენებელი", "დროა" და "გირჩი მეტი თავისუფლება". ისინი ფიქრობენ, რომ ერთად პარტიებს მეტი შანსი ექნებათ. 

ამასთან, პარლამენტის წევრი, პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი აცხადებს, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს არ სურს ენმ-ის ერთ პარტიულად ხელისუფლებაში დაბრუნება. 

"ძალიან მკვეთრად არის გამოხატული, რომ ჩვენი საზოგადოების უმრავლესობას არ სურს "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნება ხელისუფლებაში ერთპარტიულად. ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოების უმრავლესობა ელოდება შეთავაზებას, რომელიც იქნება ალტერნატივა და არა "ნაციონალური მოძრაობის" გარშემო შექმნილი რაიმე გაერთიანება, ეს თქვა ბადრი ჯაფარიძემ, ამ აზრს ვიზიარებ მეც და ეს არის ლელოს პოზიცია," - აცხადებს სალომე სამადაშვილი. 

ცნობისთვის, ბადრი ჯაფარიძემ "ღამის კურიერში" სტუმრობისას დროს განაცხადა, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ან სხვა ოპოზიციურ პარტიებთან გაერთიანება ძალიან დიდი შეცდომა იქნება".  მისი თქმით, ერთადერთი, რაც "ლელოს" და "ნაციონალურ მოძრაობას" ერთმანეთთან აკავშირებს, არის ის, რომ ორივე ოპოზიციური პარტიაა. მისივე განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მათი გაერთიანება არ მომხდარა და ეს რეალურად კოალიციური მთავრობის მოდელი იყო.

დღის ამბები