23 დეკემბერი 2024,   06:06
ვრცლად
"ლელოსთან" გვაქვს საკმაოდ კარგი თანამშრომლობის პროცესი, დარწმუნებული ვარ, რომ მივალთ დიდ გამარჯვებამდე - გიორგი ვაშაძე 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარის განცხადებით, სტრატეგია აღმაშენებელს", "დროას" და "გირჩი მეტი თავისუფლებას" აქვს ყველაზე მეტი სინერგიული და სამოქმედო გეგმა, რიტაც გიორგი ვაშაძის ბადრი ჯაფარიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. 

"მჯერა, რომ დიდი ერთობას პროევროპელთა, როგორც პარტიულების, ასევე არაპარტიულების აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ზრდადია ეს პროცესი, მეტი ადამიანი, მეტი პარტიები ერთვებიან და დარწმუნებული, ვარ მივალთ დიდ გამარჯვებამდე.

"ლელოსთან" გვაქვს საკმაოდ კარგი თანამშრომლობის პროცესი, მათ დღეს აქვთ საკუთარი პოზიცია. მე იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში ჩვენი პოზიციები შეჯერდება. დღეს არის ასე, რომ ამ სამ პოლიტიკურ ძალას "სტრატეგია აღმაშენებელს", "დროას" და "გირჩი მეტი თავისუფლებას" აქვს ყველაზე მეტი სინერგიული და სამოქმედო გეგმა,"-აცხადებს გიორგი ვაშაძე. 

ცნობისთვის, ბადრი ჯაფარიძემ "ღამის კურიერში" სტუმრობისას დროს განაცხადა, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ან სხვა ოპოზიციურ პარტიებთან გაერთიანება ძალიან დიდი შეცდომა იქნება".  მისი თქმით, ერთადერთი, რაც "ლელოს" და "ნაციონალურ მოძრაობას" ერთმანეთთან აკავშირებს, არის ის, რომ ორივე ოპოზიციური პარტიაა. მისივე განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მათი გაერთიანება არ მომხდარა და ეს რეალურად კოალიციური მთავრობის მოდელი იყო.

დღის ამბები