15 ნოემბერი 2024,   06:37
ვრცლად
მხარდაჭერა სტატუსის მოსაპოვებლად და ელექტროენერგიის ტრანზიტი - რა გზავნილები მიიღო საქართველომ უნგრეთისგან ​

მხარდაჭერა სტატუსის მოსაპოვებლად და ელექტროენერგიის ტრანზიტი - ეს არის ორი ძირითადი მიმართულება, რაზეც საქართველომ უნგრეთისგან კონკრეტული გზავნილები მიიღო.

პრემიერ-მინისტრის ორდღიანი ვიზიტი დასრულებულია. ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრის შემდეგ ითქვა, რომ ბუდაპეშტი დაინტერესებულია გრძელვადიანი ენერგოპროექტებით და საქართველოს ევროინტეგრაციით. ვიზიტის შედეგები მედიასთან ცოტახნის წინ ქვეყნის პირველმა დიპლომატმა შეაფასა:

"დარწმუნებული ვარ, რომ ამ ვიზიტის შემდეგ, ჩვენ კიდევ უფრო დინამიური და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა გვექნება. გვეიმედება უნგრეთი, როგორც ძლიერი მხარდამჭერი ევროინტეგრაციის გზაზე. იმისათვის, რომ საქართველომ წარმატებულად გააგრძელოს მისი საგარეო პრიორიტეტების მიმართულებით სვლა, ამ მიმართულებით უნგრეთი იქნება ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ძალიან ხმამაღლა და შედეგიანად შეძლებს ჩვენი ქვეყნის დახმარებას და მხარდაჭერას,"- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა. 

ქვეყნის საგარეო დიპლომატმა ასევე ისაუბრა იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გაიმართა დახურულ კარს მიღმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების საკითხებზე, კონკრეტულად კი ენერგოუსაფრთოებაზე

"არსებული რეგიონალური გამოწვევების ფონზე, ენერგეტიკის გამოწვევების ფონზე ევროპაში, ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმ საერთო ენერგეტიკულ პროექტებზე, რომელიც ერთობლივად შეგვიძლია განვახორციელოთ. ვისაუბრეთ საქართველოს როლზე რეგიონში,"- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა. 

დღის ამბები