15 ნოემბერი 2024,   06:31
ვრცლად
ხატია დეკანოიძის განცხადებით, შტატების მიერ რუსეთთან დაკავშირებული მოლდოველი ოლიგარქებისთვის სანქციების დაწესება, მკვეთრი სიგნალია ოლიგარქებისთვის

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის განცხადებით, შტატების მიერ რუსეთთან დაკავშირებული მოლდოველი ოლიგარქებისთვის სანქციების დაწესება მკვეთრი სიგნალია ოლიგარქებისთვის.

როგორც ხატია დეკანოიძემ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული შეზღუდვები მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც და ის არის გზავნილი ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ხელს უშლის დემოკრატიის განვითარებას.

"დიახ, მსოფლიო და ცივილიზებული სამყარო გადადის ყველა იმ ინდივიდის დასჯაზე, რომელიც ჩართულია რუსეთის, ირანის ან ზოგადად ადამიანის უფლებების დარღვევაში. შესაბამისად, ეს არის ძალიან მკვეთრი გზავნილი ოლიგარქებისთვის,"- აცხადებს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე. 

დღის ამბები