"განკაცებული ვირთხის ბოდვას წესით ყურადღებას არ უნდა ვაქცევდეთ, მაგრამ ბევრმა "გატარებამ" გაყეყეჩება იცისო, ნათქვამია - წერს "ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე გიორგი გახარიას განცხადებაზე.
"განკაცებული ვირთხის ბოდვას წესით ყურადღებას არ უნდა ვაქცევდეთ, მაგრამ ბევრმა "გატარებამ" გაყეყეჩება იცისო, ნათქვამია... ეს სინდისისგან დაცლილი, ამორალური ნაკაცარი დღეს ხედავს თურმე ქვეყანაში კორუფციას და ოლიგარქიას, აი თავად რომ ყველა თანამდებობა გაიარა, უმაღლესის ჩათვლით, პარლამენტის ტრიბუნიდან ამტკიცებდა - "რა კორუფცია, რა არაფორმალური მმართველობაო"...
პირადად ამ ჰაერის კაცის "პოლიტიკური გზა" უნდა ვასწავლოთ ახალგაზრდებს, რომ ყველამ კარგად იცოდეს, როგორად არ უნდა იქცეს ადამიანი.
PS აგენტობა მაგრად "ტეხავს", რომელი ქვეყნის მიერაც უნდა იყო "გახაზული," - წერს ქადაგიძე facebook - ზე.