"ამ უპროცენტო ქალს და მის სიტყვას ვინმე შეიძლება სერიოზულად მოეკიდოს?" - წერს "ხალხის ძალის" წევრი თამთა მეგრელიშვილი ნათია მეზვრიშვილის შესახებ, რომელიც მისი თქმით ბიძინა ივანიშვილს სხვადასხვა დროს განსხვავებულად აფასებს.
"ნათია მეზვრიშვილი, 2021 წელი: ბიძინა ივანიშვილი არის ქველმოქმედი, ის გასულია პოლიტიკიდან და არანაირ გადაწყვეტილებაში არ ერევა. ქვეყანას მართავს პრემიერი გახარია.
იგივე მეზვრიშვილი, 2022 წელი: ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი.
ახლა მითხარით, ამ უპროცენტო ქალს და მის სიტყვას ვინმე შეიძლება სერიოზულად მოეკიდოს?" - წერს მეგრელიშვილი.