ბრიუსელმა საქართველო უკან დატოვა, ეს არის მიუღებელი და ამორალური - ამის შესახებ ტვიტერის გვერდზე უნგრეთის პრემიერ - მინისტრი წერს.
"მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა კარგი გადაწყვეტილება მიიღო უკრაინისა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის შეთავაზებით, ბრიუსელმა საქართველო უკან დატოვა"- აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.
პრემიერ მინისტრის თქმით, საქართველო ევროკავშირშია საჭირო.