15 ნოემბერი 2024,   05:30
ვრცლად
ყოფილი პრემიერ - მინისტრი მთავრობის დატოვების შემდეგ ოლიგარქიაზე და კორუფციაზე ალაპარაკდა - მმართველ გუნდს და ოპოზიციას გიორგი გახარიასთან კითხვები აქვთ

ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ოლიგარქიასა და კორუფციაზე ალაპარაკადა. რატომ ალაპარაკდა გახარია მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში აღარ არის? - მმართველ გუნდსა და ოპოზიციის ნაწილს გიორგი გახარიასთან ეს კითხვა აქვს. ოპოზიცია თვლის რომ მისი შეფასება დაგვიანებულია.

გიორგი გახარიამ ტვიტერში გუშინ დაწერა, რომ დემოკრატიის უდიდესი მტერი კორუფცია და ოლიგარქიაა. "ორივე ანადგურებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, სპობს დემოკრატიას და კლავს მომავლის იმედს. ორივე უნდა დამარცხდეს საქართველოში!"

ამ სტატუსით გახარია ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის პოსტს გამოეხმაურა, რომელმაც  დაწერა, რომ შეერთებული შტატები სანქციებს უწესებს იმ ფიზიკურ პირებს და ორგანიზაციას, რომლებიც დაკავშირებულნი არიან სისტემურ კორუფციასთან და კრემლთან დაკავშირებულ არჩევნებში ჩარევასთან მოლდოვაში.

პარლამენტის წევრი, პარტიის ”საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი მიხეილ დაუშვილი აცხადებს, რომ მთავრობაში მყოფი გიორგი გახარია მუდმივად ცდილობდა კორუფციების რისკი შეემცირებინა. 

დაუშვილი აცხადებს, რომ გიორგი გახარიას ამ თემაზე საუბარი არც დღეს დაუწყია და არც ტვიტერზე, მისი თქმით გახარია და მისივე პარტია ამ თემაზე დიდიხნით ადრე საუბრობდნენ. 

პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის მოადგილე ლევან ბეჟაშვილიის თქმით, გახარიას გამოხმაურება ცოტა დაგვიანებულია თუმცა დროული. 

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი აცხადებს, რომ გიორგი გახარია ოლიგარქიზაციაზე მას შემდეგ საუბრობს რაც ოპოზიციაში წავიდა. 

დღის ამბები