15 ნოემბერი 2024,   05:34
ვრცლად
უწყვეტი შეტევა სუმის ოლქზე, რუსულმა ჯარებმა ავიაიერიშები რეგიონის 5 დასახლებაზე განახორციელეს - რა ხდება უკრაინაში

უწყვეტი შეტევა სუმის ოლქზე - რუსულმა ჯარებმა ავიაიერიშები განახორციელეს რეგიონის 5 დასახლებაზე.

დაზიანებულია 2 საცხოვრებელი სახლი და ელექტრო გადამცემი სისტემა. მძიმე ვითარებაა ხერსონში - რუსული ძალები აქტიურად ნაღმავენ ოლქის სასაზღვრო ტერიტორიას.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, ოკუპანტები ადგილზე მასშტაბური საბრძოლო ოპერაციებისთის ემზადებიან.

უკრაინის ძალებს გარკვეული წარმატებები აქვთ ლუგანსკის ოლქში _ უკრაინის ჯარმა წარმატებით მოიგერია მტრის შეტევები ორი მიმართულებით და წინ წაიწია.

ოლქში მძიმე ვითარებაა, რეგიონის ყველა გათავისუფლებული სოფელი მიწასთანაა გასწორებული. ცნობილი ხდება, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები უკრაინის ორ ბირთვულ ობიექტს შეამოწმებენ. ინსპექტირების მიზანია დადგინდეს, ხომ არ არსებობს რაიმე სახის ბირთვული აქტივობა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ბოროტება რაც ახლა უკრაინაში ტრიალებს ომის სახით შესაძლოა ახალი ნიღბით კიდევ გამოჩნდეს. 

"ბოროტება, რომელიც თითქოს საბოლოოდ დამარცხდა 1945 წელს, 80 წლის შემდეგ ხელახლა იბადება. ახალი დღეს ახალი ბოროტება მოაქვს. ყველაფერი წამებში ხდება. სწორედ იმ წამს, როცა მსოფლიო ვერ ამჩნევს. როცა ზოგს სძინავს, ზოგს კი არ აინტერესებს. საბოლოო ჯამში კი ყველა დუმს. ისინი ერთნაირად ფიქრობენ, რომ ეს მათ არ შეეხებათ: ომი შორსაა, სადღაც დნესტრისპირეთში, ეს მოლდოველების პრობლემაა; სადღაც აფხაზეთსა და ოსეთში, ეს ხომ ქართველების პრობლემაა; სადღაც ყირიმში ან დონბასში, ეს უკრაინელების პრობლემაა; ეს ჩვენ არ შეგვეხება, რაკეტა ჩვენთან არ მოფრინდება, ჩვენ არ მოგვაკითხავენ. სამწუხაროდ, ადრე თუ გვიან, ეს ყველას სადარდებელი გახდება. აგრესორი ხდება ტერორისტი, ნაციზმი კი მისაბაძი მაგალითი. ის შეიძლება ახალი ნიღბით, ახალი ლოზუნგებით, თუმცა იმავე მიზნით მოვიდეს,"- აღნიშნა ზელენსკიმ 

დღის ამბები