15 ნოემბერი 2024,   05:40
ვრცლად
მინისტრების პარლამენტში სტუმრობა კიდევ უფრო გახშირდება, რაც ეფექტური ფორმაა საპარლამენტო კონტროლის განხორციელებისთვის - გიორგი კახიანი რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე

საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება - რეგლამენტში შესატან ცვლილებებს ამ წუთებში საპროცედურო საკითხთა კომიტეტი მესამე მოსმენით განიხილავს. ცვლილებები სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა, რომელშიც ოპოზიციის ნაწილი და არასამთავრობოები შედიოდნენ.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კახიანი აცხადებს, რომ ცვლილებების შემდეგ ინტერპელაციის წესით მინისტრების პარლამენტში სტუმრობა კიდევ უფრო გახშირდება.

"ფორმალური ცვლილებები ვერანაირად ვერ იქნება, იმიტომ რომ ნებისმიერი ცვლილება, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ და ყოველი პროცედურა რეგლამენტში იქნება ძალიან სწორად და ზუსტად გაწერილი, ამიტომ ბუნებრივია, როდესაც რეგლამენტი მისცემს შესაძლებლობას მათ შორის ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომ ინტერპელაციის ფარლგებში მინისტრები მოიწვიონ პარლამენტში, ბუნებრივია მინისტრები ამას აუცილებლად გააკეთებენ და რეგლამენტის მოთხოვნას ყველა დაემორჩილება.

ამიტომ, თუნდაც ინტერპელაციის ნაწილში ჩვენ ვნახავთ იმას, რომ მინისტრების პარლამენტში სტუმრობა კიდევ უფრო გახშირდება, რაც რა თქმა უნდა ძალიან ეფექტური ფორმაა საპარლამენტო კონტროლის განხორციელებაში," - თქვა კახიანმა.

დღის ამბები