"2023 წლის ბიუჯეტის პროექტი: პასუხი ქვეყნის გამოწვევებზე“ - აიდიეფაიმ კვლევის პრეზენტაცია გამართა.
ორგანიზაციის შეფასებით, ქვეყნის მთავარი გამოწვევა ეკონომიკური ზრდისთვის მიდგომების და პოლიტიკის გადააზრებაა.
ავტორები ამბობენ, რომ კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ 2023 წ. ბიუჯეტის პროექტის მთავარი გამოწვევაა როგორ გადანაწილდეს რესურსები არაპროდუქტიული დარგებიდან პროდუქტიულ დარგებში მთავრობის მზარდი ადმინისტრაციული ზომის ფონზე.