15 ნოემბერი 2024,   05:37
ვრცლად
შალვა შავგულიძის საკანონმდებლო ინიციატივა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კამათის მიზეზი გახდა

შალვა შავგულიძის საკანონმდებლო ინიციატივა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კამათის მიზეზი გახდა. შავგულიძე რეგლამენტის კონკრეტულ მუხლებში ცვლილებების შეტანას ითხოვს.

დამოუკიდებელი დეპუტატის აზრით, თუ განსაზღვრულ ვადაში კომიტეტი ვერ ახერხებს კანონპროექტის განხილვას და დასკვნის წარდგენას, ინიციატორი უფლებამოსილი იქნება მიმართოს წამყვან კომიტეტს, კომიტეტის უახლოეს სხდომაზე კანონპროექტის განხილვის მოთხოვნით, ან პარლამენტის ბიუროს წინაშე დასვას საკითხი, წამყვანი კომიტეტის დასკვნის გარეშე კანონპროექტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის შესახებ.

შავგულიძეს სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ უპასუხა. ირაკლი ქადაგიშვულის აზრით, ცვლილებები კონკრეტულ ნორმებს გააუარესებს.

დღის ამბები