15 ნოემბერი 2024,   05:59
ვრცლად
ლევან დავითაშვილმა ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს 25 - წლიანი საქმიანობისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა, ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს 25 წლიანი საქმიანობისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო.

კონფერენცია საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას, გამოწვევებსა და ახალ სამიზნეებს შეეხებოდა. აღინიშნა, რომ ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭო მნიშვნელოვან როლს ასრულებს სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განმტკიცებაში, ეხმარება კომპანიებს გადაწყვეტილების მიღების დაჩქარებაში წარმატებული, ორმხრივი ბიზნეს-პარტნიორობის ჩამოსაყალიბებლად. ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას. კონფერენციაზე საბჭოს წევრებს ასევე მიესალმა აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.

დღის ამბები