15 ნოემბერი 2024,   05:47
ვრცლად
ის, რომ ორი ქვეყნის პრემიერი "ბუმბულებიან ჩიტებად" მოიხსენიო, ჯდება თუ არა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში?! - გურამ მაჭარაშვილის კითხვა კელი დეგნანს

ამერიკის ელჩისგან განმარტებებს ხალხის ძალა ისევ ითხოვს - ამჯერად საუბარია შტატების ყოფილი ელჩის იან კელის სტატუსზე რომელიც მან გუშინ გამოაქვეყნა. "ერთნაირი ჩიტები შეყრილან?" - ვიქტორ ორბანისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრას, "ტვიტერზე", იან კელი მეტაფორული გამოთქმით გამოეხმაურა. მის მიერ დაწერილი ფრაზა - მონათესავე სულების, ერთნაირი მისწრაფებებისა და ინტერესების აღსანიშნად გამოიყენება. ხალხის ძალას აინტერესებს, გაემიჯნება თუ არა კელი დეგნანი იან კელის ამ განცხადებას და როგორია მისი პოზიცია.

"როდესაც ამერიკის ყოფილი ელჩი იან კელი ბედავს, იმდენს  რომ თავის სტრატეგიული პარტნიორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი "ბუმბულებიან ჩიტებადმოიხსენოს ეს უკვე მისი ლუსტრაციაა და სამწუხაროდ იმ ამერიკელების, რომლებიც ამ პოზიციას ეთანხმებიან. "დიდი მადლობა" მინდა ვუთხრა ამ ადამიანებს, როდესაც ისინი აღარ გვიტოვებენ იმის საშუალებას, რომ ჩვენ რამე მტკიცებულებები მოვიყვანოთ, როდესაც ამერიკულ ძალებს, ყოველ შემთხვევაში იმ ძალებს, რომლებსაც სურთ საქართველოში მეორე ფრონტი- ისინი უკვე აშკარას ხდიან, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით, რომ უკრაინის ხელისუფლების უკან, რომლებიც პირდაპირ ითხოვენ მეორე ფრონტს საქართველოში დგას ამერიკული მხარე.

ეს დაადასტურა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს სპიკერმა, დაადასტურა დავით არახამიამ და ახლა ეს დაადასტურა იან კელმა. მაინტერესებს მოქმედი შეერთებული შტატების მოქმედი ელჩის პოზიცია, თავისი ყოფილი კოლეგის აი, ამ გამონათქვამებზე. ის, რომ ორი ქვეყნის პრემიერი "ბუმბულებიან ჩიტებად" მოიხსენიო- ეს მისი აზრით ჯდება თუ არა გამოხატვის თავისუფლების  ფარგლებში?! და თუ ჯდება, მაშინ "ხალხის ძალის" განცხადებაში კითხვები და პოზიციები  რატომ არის ანტიამერიკული და რატომ მოინათლება თავდასხმად  მისი მხრიდან?!,"-აცხადებს პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" დამფუძნებელი გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები