ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე ქვეყანაში მიმდინარე პოზიტიურ ტენდენციებზე იმსჯელეს. მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით, საბჭოს წევრებმა განიხილეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე ორნიშნა ეკონომიკური ზრდის დადებით გავლენა.
აღინიშნა, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ყველა შესაბამისი უწყება აქტიურად მუშაობს.
შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ევროპისა და აზიის ქვეყნებთან ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე. განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი ენერგეტიკული პროექტებიც. საუბარი ასევე შეეხო 2023 წლის ბიუჯეტის ძირითად მიმართულებებს.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ 2022 წელს მიღწეულმა ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ მთავრობას არაერთი მიმართულებით დაფინანსების გაზრდის და ბიუჯეტის დეფიციტისა და მთავრობის ვალის შემცირების საშუალება მისცა.