საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს მუსტაფა შენთოფს, ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს.
"99 წლის წინ თურქეთმა რესპუბლიკის დაარსებისა და თანამედროვე, ძლიერი სახელმწიფოს აშენების შესახებ განაცხადა. ვულოცავ მუსტაფა შენთოფს ამ ისტორიულ დღეს, გულწრფელად გისურვებთ კეთილდღეობასა და მშვიდობას თქვენ, თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის წევრებსა და თურქეთის მოძმე ხალხს," - წერს შალვა პაპუაშვილი "ტვიტერზე".