19 მაისი 2024,   20:04
ვრცლად
სასწრაფო დახმარების ექიმები, რომლებიც მაღალპრიორიტეტულ გამოძახებებზე მიდიან - როგორია სასწრაფოს ექიმების ერთი დღე და ვის შეუძლია გახდეს პარამედიკოსი

ქართულ რეალობაში ხშირია შემთხვევა, როდესაც საცობების გამო სასწრაფო დახმარების მანქანას დანიშნულების ადგილამდე მისვლა უჭირს, ამიტომ საქართველოში უკვე დაინერგა მოტომედიკოსის სერვისი - სასწრაფო დახმარების ექიმი მოტოციკლით.

ხშირია მაღალპრიორიტეტული გამოძახებები, რომელზეც სპეციალურად გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიმართულებით გადამზადებული სპეციალისტები გადიან. ესენი არიან პარამედიკოსებიპარამედიკოსად გადამზადების კურსის მიმართ საზოგადოების ინტერესი წელს განსაკუთრებით მაღალია. რაც თავისთავად კურსის გავლის მსურველთა მრავალრიცხოვან რაოდენობაში გამოიხატება. პარამედიკოსები გადიან ნებისმიერი სიმძიმის გამოძახებაზე, ისინი მოქმედებენ შესაბამისი გადაუდებელი დახმარების ალგორითმებით და იღებენ სწრაფ გადაწყვეტილებას პაციენტის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით.

დღის ამბები