05 ივლისი 2024,   23:58
ვრცლად
ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის დეტალები - "კურიერმა" გაარკვია, რომ მოკლული და სავარაუდო მკვლელი სამშენებლო ობიექტზე ერთად მუშაობდნენ

ვარკეთილში მომხდარი მკვლელობისთვის 33 წლის მამაკაცს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. მოკლულია 26 წლის თემურ ხარაული. მკვლელობა ცივი იარაღით მოხდა.

"კურიერმა" გაარკვია, რომ მოკლული და სავარაუდო მკვლელი სამშენებლო ობიექტზე ერთად მუშაობდნენ. სამუშაო საათების დასრულების შემდეგ კი რესტორანში წავიდნენ, რა დროსაც მოხდა დაპირისპირება. რესტორანში დაწყებული კამათი, მოგვიანებით, ბრალდებულის სახლში, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და მკვლელობით დასრულდა.

დაკავებულს, ბრალის დამტკიცების შემთვევაში, 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დღის ამბები