ოპოზიცია მერს საკრებულოში იბარებს, დღეს სხდომაზე რიგგარეშე სხდომის მოწვევის საკითხი ფრაქციებმა კიდევ ერთხელ დააყენეს.
მათ კახა კალაძესთან კითხვები აქვთ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით. საკრებულოს თავმჯდომარემ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რადგან ,როგორც თავმჯდომარე აცხადებს, კალაძეს ისედაც უწევს საკრებულოში მისვლა წლიური ანგარიშით და ოპოზიციას შეუძლია ეს კითხვები მოსმენის დროს დასვას. ოპოზიციამ, უარის მიღების შემდეგ, ერთობლივი განცხადება გაავრცელა.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ საკრებულო ბუტაფორიად იქცა.
"ეს საკრებულო ბუტაფორიად იქცა, კახი კალაძეს მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა, ნამდვილად,"- აცხადებს ირაკლი ნადირაძე.
ოპოზიციის განცხადებას გამოეხმაურა საკრებულოს თავმჯდომარე და როგორც ტყემალაძემ განაცხადა, კახი კალაძე ისედაც უნდა წარდგეს წლიურ ანგარიშზე, რა დროსაც ოპოზიცია შეძლებს მერს კითხვები დაუსვას.
"თბილისის მერს უახლოეს მომავალში უწევს საკრებულოში წლიური ანგარიშით წარდგენა. რაც შეეხება რიგგარეშე სხდომის დანიშვნას დღევანდელი ჩვენი გადაწყვეტილებით ამ ეტაპზე არ ვფიქრობთ,"- ამბობს ტყემალაძე.