15 ნოემბერი 2024,   06:43
ვრცლად
ჯაფარიძის განცხადებას ადასტურებს, რომ ყველაფერს იკადრებენ, რათა არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ჩავერთოთ ომში და უბედურება დავმართოთ სამშობლოს - ბოჟაძე

"ზურა "გირჩი" ჯაფარიძე და გიორგი ,,ჭიჭე" ვაშაძე ბრიუსელში მხოლოდ სელფების გადასაღებად არ ჩასულან, საკუთარი ქვეყნის დისკრედიტაციისთვის და სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებისთვის ჩავიდნენ,’’ - ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ზურა ჯაფარიძის და გიორგი ვაშაძის ვიზიტს ბრიუსელში. 

როგორც ბოჟაძე წერს, მიუხედავად ოპოზიციის მცდელობისა, საქართველო მაინც მიიღებს კანდიდატის სტატუს. 

,,ზურა ,,გირჩი" ჯაფარიძე და გიორგი ,,ჭიჭე" ვაშაძე ბრიუსელში მხოლოდ სელფების გადასაღებად არ ჩასულან, საკუთარი ქვეყნის დისკრედიტაციისთვის და სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებისთვის ჩავიდნენ, სიცრუის და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ჩავიდნენ, ჩამოსულებმა რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტით დაფინანსებული ელენე გავრილოვნასთან ერთობა შეკრეს და გაერთიანებული ძალებით აგრძელებენ საქართველოს ღალატს. ამათი მტკიცებით არც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებების უმრავლესობის შესრულებას, არც რეფორმების გატარებას, არც 12 რეკომენდაციის გათვალისწინებას არ აქვს აზრი, რადგან კანდიდატის სტატუსს მაინც არ მოგვცემენ, რადგან საქართველოში მეორე ფრონტი არ გაიხსნა, რადგან არ იბომბება თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, თელავი, არ იხოცებიან ჩვენი ჯარისკაცები, ქალები, ბავშვები, მოხუცები, აი სწორედ ამიტომ ,,დაგვსჯის" ევროკავშირი. კოლექტიურ ნაცმოძრაობას ომის და ღალატის პარტიას რომ ვუწოდებთ სწყინთ, არადა ჯაფარიძის ეს განცხადებას ადასტურებს რომ ყველაფერს იკადრებენ იმისთვის, რომ არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ჩავერთოთ ომში და უბედურება დავმართოთ საკუთარ სამშობლოს.
საქართველო აუცილებლად მიიღებს კანდიდატის სტატუსს და აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი, შიდა და გარე მტრების მცდელობების მიუხედავად!" - წერს ბოჟაძე.

დღის ამბები