არის თუ არა ადამიანი თავისი სხეულის მესაკუთრე? - ამ კითხვით "გირჩის" წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა სახალხო დამცველობის კანდიდატს ალექსანდრე კობაიძეს მიმართა.
საპასუხოდ, კობაიძემ განაცხადა, რომ მისი სხეულის მესაკუთრე ღმერთია.
"ჩემი სხეულის მესაკუთრე არის უფალი ღმერთი, ეგ შემიძლია ვთქვა. სამართლებრივად როდესაც აფასებთ, რომ ადამიანს აქვს საკუთრების უფლება თავის სხეულზე, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ უტრირება და არაფერ კავშირში არ არის სამართალთან.
ფლობა, სარგებლობა და განკარგვა, არამატერიალური სიკეთის დაცვა — ამ შემთხვევაში სხეული რომელია? საკანონმდებლო ორგანოში ასეთი რამე დარეგულირებული არ არის, სამართლებრივად თუ მეკითხებით. სამოქალაქო ურთიერთობებში ვერ იქნება სხეული განცალკევებულად ნივთი.
თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, თქვენ რომ ხელი მოიჭრათ ან ფეხი და კანონიერად თუ უკანონოდ ეს ნივთი გაასხვისოთ. თქვენ ხომ იძახით, რომ თქვენი ნივთია, კანონიერად ეს როგორ წარმოგიდგენიათ, თქვენ გვერდით მსხდომს სთხოვოთ, რომ ერთი ხელი მომეცით, თუ შეიძლება და შემდეგ დაგიბრუნებთ. ამიტომ ეს არის უტრირება," - განაცხადა კობაიძემ.